ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში „პოსტივის“ ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და ახალგაზრდებს მიმართა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ახლახან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცეკვავენ შალვა რამიშვილი და თათია სამხარაძე, იმ დროს როცა თავს დაზარალებულად აცხადებდა.
„ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული, როცა თათია სამხარაძის თქმით, შალვა რამიშვილის კაბინეტთან ფეხაკრეფით დადიოდა იმის შიშით, რომ არ შემავიწროვოსო.
როგორი „მსხვერპლიც“ ეს თათია სამხარაძეა ისეთი „მსხვერპლების" პარადს ვხედავთ დღეს! ეს კამპანია სხვათა შორის „პოსტივის“ და შალვას წინააღმდეგ თათია სამხარაძის გუშინდელი პოსტით დაიწყო, სადაც თავს ისევ მსხვერპლად ასაღებს...“, - წერს ნათია ბერიძე.
🔵„თეთრებში გამოწყობილი ანგელოზები“ - სალომე შარვაძე და ნანუკა გულუა ეგვიპტეში ისვენებენ (ფოტო)
🔵ხედავს თუ არა მარკუს მეტრეველი გარდაცვლილთა სულებს და როგორ გათავისუფლდა ის სასიყვარულო ჯადოსგან