სახის მასაჟი არის კოსმეტიკური ან სამკურნალო პროცედურა, რომელიც მოიცავს სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონის კანზე და კუნთებზე სხვადასხვა ტექნიკით (ხელით, სპეციალური მასაჟორებით ან ქვებით) მექანიკურ ზემოქმედებას.
ეს პროცედურა გამოიყენება როგორც კანის მოვლის, გაახალგაზრდავებისა და რელაქსაციის, ასევე გარკვეული სამედიცინო ჩვენებების დროს.
ანაცვლებს თუ არა სახის მასაჟი ბოტოქსს და რამდენი წლის ასაკიდან შეიძლება მისი გაკეთება? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ კოსმეტოლოგი, Wellness თერაპევტი შორენა ალიბეგაშვილი საუბრობს:
„სახის მასაჟი, სახის იოგა, სახის ფიტნესი, ჯიმი, ეს ყველაფერი ემსახურება სახის გაჯანსაღებას, მაგრამ სახის მასაჟი და სახის იოგა განსხვავდება. სახის მასაჟი არის ხელ სმა, ანუ როდესაც შენ საკუთარი ხელით ან სპეციალისტის დახმარებით ხდება კონკრეტული მოქმედების კომპლექსური შესრულება.
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება საღეჭ კუნთს. ენა ყველაზე გრძელი კუნთია ჩვენს სახეზე, ამიტომ უნდა ვავარჯიშოთ, რათა არ მოხდეს მისი დამოკლება.
ასაკი სახის მასაჟს არ აქვს, ჩემი შვილიშვილი 12 წლის არის, თვით მასაჟით არის დაკავებული, ვასწავლე კონკრეტული მოქმედებები. „ფეის იოგა“ შეგვიძლია 4 წლის ასაკიდან“, - ამბობს შორენა ალიბეგაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეცადეთ, წინადადება იყოს მოკლე და დაწერილი აწმყო დროში...“ - სურვილის ასრულების ცეცხლოვანი პრაქტიკა