საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.
ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა და ევროვიზიის მთავარი პრიზი ჩამოიტანა – პატარა მომღერალს აეროპორტში გულშემატკივრები და მეგობრები დახვდნენ.
ანდრიას ემოციური დახვედრის კადრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მედიასთან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა თავად ანდრიამაც.
„ძალიან გახარებული ვარ, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვუტანე გამარჯვება“, – აღნიშნა ანდრიამ.
ვიდეო ნახეთ აქ
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი - პროგნოზი ქალაქების მიხედვით