სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ს ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.
უკვე ადგილზე არიან მღვდელმთავრები, ტაძარსა და მის ეზოში იმყოფება მრევლი. ჩატარდება საღმრთო ლიტურგია. შიო III-ს შემოსავენ საკათალიკოსო ბისონით. მას ინტრონიზაციისას გადაეცემა პატრიარქის მთავარი სიმბოლოები - კვერთხი, მიტრა და პანაღია.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრიას (ჯაღმაიძე) განცხადებით, სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, სიმბოლურად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ემთხვევა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია იქნება დღეს და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ემთხვევა, ჩვენი ეკლესიის დაფუძნება სწორედ მოციქულ ანდრიას უკავშირდება. ასე რომ, ბევრი რამ დღეს სასიხარულოა და ერთმანეთს ავსებს“, - აცხადებს დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ეკლესიურობა — ნიშნავს მოკვდე ამ სოფლისათვის“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ „ცხოვრებაში ყველაზე ძვირი ხშირად არა შეცდომა, არამედ, დაუწყებელი საქმეა“ - გიორგი ლობჯანიძე