Digest Logo

„ანგელოზი სამი შვილი ერთი ოჯახიდან, ტყუპი გოგოები... დედა წასული საზღვარგარეთ შვილებისთვის“ - ბაღდათში 5 ადამიანს ეძებენ

1707294398
ბაღდადიბაღდადი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შს სამინისტროს ცნობით, ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია 3 ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს. 

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

„ანგელოზი სამი შვილი, ერთი ოჯახიდან, ტყუპი გოგოები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული შვილებისთვის, რომ უჭირდა, საზღვარგარეთ, რა ექნა. იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან“, - ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.

„ოჯახია ჩემი ერთი, დაღუპულია დედამთილი, რძალი და მაზლის შვილი, 20 წლის გოგო, სტუდენტი. მეორე ოჯახი არის ბიძაშვილები, დაღუპულები არიან იქ მამა და სამი შვილი, ტყუპები არიან გოგოები 15 წლისები.  მესამე ოჯახში დედა-შვილი არიან“, - ჰყვება კიდევ ერთი ადგილობრივი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

🎥 „სასწაულები ნამდვილად ხდება და კეთილშობილი ადამიანები ნამდვილად არსებობენ!“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე

🎥 „ის არის ის, ვისაც ყოველდღე ბედნიერება მოაქვს“ - რა კადრებს აქვეყნებს ლელა მებურიშვილი

⭕„გრიგოლ ხანძთელის“ მხატვრული ღირებულება ჩემთვის არის ნულის ტოლი“ - მარიამ გულედანი