საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერითა და ფოტოგრაფ დავით ოქროპილაშვილის აქტიური ხელმძღვანელობით, ლილიანა გოჭოშვილს 2025 წელს თურქეთში სახის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ხალხის ერთობამ და თანადგომამ ერთი გოგონას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
22 წლის ლილიანას ისტორიაზე სიუჟეტი „იმედის დილამ“ მოამზადა:
„დღითი დღე ვსხვანაირდებოდი და დღითი დღე მომწონდა ჩემი სახე.
წავედი დედასთან და ჩემს დასთან ერთად თურქეთში, დედამ იტირა სხვანაირი რომ დამინახა.
ემოციური იყო ჩემთვის და ვფიქრობდი, რამდენ საათიანი იქნებოდა ოპერაცია, როგორ ვიქნებოდი. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პირველი სიტყვა იყო „მოვრჩით?“.
საზოგადოების დახმარებით „დანტესამდე“ მივიდა ჩემი ამბავი, ძალიან დიდი როლი მიუძღვის მას, ის რომ არა, დღეს ასეთი არ ვიქნებოდი“, - ამბობს ლილიანა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სამეგრელოში კაცმა მამა-შვილი დაჭრა - დეტალები
🎥 როგორ გავუმკლავდეთ სტრესს სიცილის მეშვეობით? - ნინო შავდია მარტივ ტექნიკას გვიზიარებს