
მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ცოტა ხნის წინ ახალი ამპლუით მოგვევლინა - ის ტელეწამყვანი გახდა.
როგორც თავად ამბობს, დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, რომ საკუთარი თავი ტელევიზიაში, წამყვანის ამპლუაში გამოეცადა და სრულიად შემთხვევით, POSTV-ზე „დღის პოსტის“ წამყვანი გახდა.
ახალი ამპლუა მსახიობს ძალიან მოეწონა.
დღეს მას დაბადების დღე აქვს. კოლეგებმა კი იუბილე პირდაპირ ეთერში მიულოცეს:
„ჩვენი საყვარელი, მხიარული და ენერგიული წამყვანი ანრი ბიბინეიშვილი იუბილარია…
„დღის პოსტის” შემოქმედებითი ჯგუფი ულოცავს იუბილარს დაბადების დღეს… ვუსურვებთ, წარმატებას და ბედნიერებას…
სულ გქონოდეს ის შინაგანი სილაღე, რომლითაც ყველას გვავსებ“, - წერია გადაცემის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.
ასევე დაგაინტერესებთ: