Digest Logo

ანტონიო კასანო: „ნაპოლიმ“ პოტენციური ფენომენი დაკარგა

1736925032
ანტონიო კასანო

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლიმ“ პოტენციური ფენომენი დაკარგა.

„ნაპოლი“ ჩემპიონს კარგავს, პოტენციურ ფენომენს. ის ბოლო დროს ვერ თამაშობდა საუკეთესოდ, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, კონტეს საფეხბურთო იდეები კვარას იდეებისგან განსხვავდება. სპალეტისთან ერთად იდეალური იყო, ყოველთვის მოედნის შემტევ ზონაში თამაშობდა.

ერთი მხრივ კონტე უკმაყოფილოა, მეორე მხრივ ნერეშს მიეცემა თამაშის საშუალება. ლეაოზე ყოველთვის ლაპარაკობენ, მაგრამ არავინ მოდის 75 მილიონით მის წასაყვანად, კვარა კი ამ ფასში გაცილებით სწრაფად გაიყიდა. კიდევ ერთ ჩემპიონს ვკარგავთ, რომლის თამაში მაგიჟებს, ჩვენი ჩემპიონატი სულ უფრო და უფრო 0:0-ის ხდება. ახლა „ნაპოლიმ“ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოს, მაგალითად, გარნაჩო იყიდოს“, - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დააკავეს

⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი 2025 წელს თავის მეორე ნახევარს შეხვდება

🎥 „ხახვი, ნიორი და წიწაკა იწვევს თავის კანის გაღიზიანებას“ - რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თმა და როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა? - რჩევები ნინო სანოძისგან