
ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში უამრავ მოგონებას ვაგროვებთ, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ძნელად გასახსენებელი ხდება. ხშირად ამას ტვინში მახსოვრობაზე პასუხისმგებელი უჯრედების ცვლილებას უკავშირებენ, რადგან მიიჩნევა, რომ მათში ყველა მოგონების მხოლოდ ერთი „დედანი“ ინახება.
ყველა ადამიანს აქვს მოგონება, რომელიც მასში ემოციას აღძრავს, წარსული და ყოველი გავლილი დღე ერთი დიდი მოგონებაა...
წარსულის რომელ მოგონებას გაიმეორებდნით? - ამ თემის შესახებ გადაცემა „შუადღის“ გადამღებმა გუნდა ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა, პასუხები კი რომელსაც გამვლელებისგან მოისმენთ საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა:
„ცხოვრების ახლიდან დაწყება, რომ შესაძლებელი იყოს ალბათ ისევ ვიცხოვრებდი, რადგან ამ ცხოვრებისეულმა გზამ ბევრი რამ მასწავლა და შემქმნა ისეთი როგორიც ვარ და კმაყოფილი ვარ. ჩვენ ცხოვრებას ჩვენივე შეცდომებზე ვსწავლობთ“,
„დავკარგე ადამიანი ბიჭი, რომელიც არ იყო დაკარგვის ღირს და ამას ძალიან ვნანობ. წარმოიდგინეთ ახლა რომ ვნანობ და კიდევ მახსოვს 30 წლის შემდეგ ე.ი. რაღაც მნიშვნელოვანი იყო ჩემ ცხოვრებაში. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო არ დაკარგონ ნამდვილი სიყვარული, რადგან ის ერთხელ მოდის ცხოვრებაში,“ - ამბობენ რესპონდენტები.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედის გინებას, ვერავის ვერ ვაპატიებ...“ - რას ჰყვება მიხეილ ცაგარელი?
⭕„ქალი კარგი კაცის ხელში ასე ბრწყინავს“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში საყვარელ კაცთან ერთად ისვენებს