
ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სამყაროსაგან და ადამიანებისგან იმსახურებს.
„არავინ არის განგებით ვალდებული, თქვენი შეხედულებები, განწყობები, მსჯელობები, შეგრძნებები თუ ახირებები აღიაროს და გაიზიაროს.
თუ ვინმე დაგეთანხმათ და ფიქრსა თუ საზრისის ძიებაში შემოგეხიდათ, თქვენი თანაზიარი ყოფილა და მადლობა უთხარით.
თუ არ დაგეთანხმათ და არც გეთაყვანათ, ნუ გაუწყრებით - მას მისჯილი არ აქვს, რომ მაინცდამაინც თქვენ მიერ შექმნილ სამყაროში, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში იცხოვროს.
თქვენ დროისა და სივრცის (ან მისი რომელიმე - თუნდაც მცირე - ნაწილის) მბრძანებელი არ ხართ და თქვენი სურვილები ავტომატურად სავალდებულოდ შესასრულებელ ბრძანებებად არ გარდაისახება.
იყავით ის, ვინც ხართ და დანარჩენს წუთისოფელი გააკეთებს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს.
არ იძალადოთ ღმერთზე - მას ეს განსაკუთრებით არ უყვარს.
და ბოლოს: ყველა ცხოვრობს ისე, როგორც სამყაროსაგან და ადამიანებისგან იმსახურებს. დაიმსახურე, რომ ბოლოს არ გაგიკვირდეს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის 2025 წლის შოუზე გამოვიდა
⭕„მოაწერეთ ხელშეკრულებებს ხელი, დაქორწინდით და გადადით ახალ სახლში“ - დღის პროგნოზი მეტაფიზიკოსისგან
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით