„არ მესმის და ვერ ვიგებ, თუ ყველაფერს სწორად და გამჭვირვალედ აკეთებ, ქვეყნის ინტეგრაცია გინდა ევროპაში, რა გაქვს დასამალი? წელიწადში ერთხელ დეკლარაციას ვაბარებ! ამიტომ, კეთილი ინებეთ და გაგვაგებინეთ, ვინ ვინ ხართ სინამდვილეში და ვინ საიდან ფინანსდება…ძალიან მარტივია, დასკვნებს კი ჩვენ გამოვიტანთ!“,- ასე ეხმაურება მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი „დიახაც, ევროპაშია და ევროპაა გამჭვირვალობა!“.
„უფროსი თაობისგან მსმენია, რომ საბჭოთა კავშირი იყო ჩაკეტილი, დახურული, ჩარაზული. წინა ხელისუფლების დროს, სწორედ განსხვავებული აზრის გამო დავტოვე ჩვენი ქვეყანა. გახსოვთ ალბათ შავი სიები, ყველგან ამკრძალეს!! წითელი ხაზი მქონდა გადასმული. ამიტომაც გავეცალე ჩემს საყვარელ ქვეყანას (ჯერ ჰოლანდიაში და შემდეგ საბერძნეთში).
ერთი რამე ზუსტად შემიძლია გითხრათ: ევროპაა ზუსტად დეკლარირება, გამჭვირვალობა, თავისუფალი აზრი, გახსნილობა, რასაც მივაღწიეთ, ჩვენს ქვეყანაშიც, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით!
ეს ის ღირებულებებია, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყნები. ერთ ქვეყანას ვერ მაჩვენებთ ევროპაში, თუნდაც ამერიკაში, არდეკლარირებას გაპატიებს ვინმე??? არ მესმის და ვერ ვიგებ, თუ ყველაფერს სწორად და გამჭვირვალედ აკეთებ, ქვეყნის ინტეგრაცია გინდა ევროპაში, რა გაქვს დასამალი, რატომ გინდა შენი საქმიანობა და შემოსავლები დამალო?
წელიწადში ერთხელ დეკლარაციას ვაბარებ! ამიტომ, კეთილი ინებეთ და გაგვაგებინეთ, ვინ ვინ ხართ სინამდვილეში და ვინ საიდან ფინანსდება… ძალიან მარტივია, დასკვნებს კი ჩვენ გამოვიტანთ! და ბოლოს: დიახაც, ჩვენი მომავალი ევროპაშია!!!!!“,- ამბობს „დაიჯესტთან“ ზურა ხაჩიძე.
ზურა ხაჩიძეს, თეატრში მსახიობების პოლიტიკური განცხადებების შეფასებაც ვთხოვეთ, რაზედაც მომღერალმა ასე გვიპასუხა:
„საერთოდ დღეს ქვეყანაში ყველა მედია საშუალება თავისუფალია და ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ სცენა იყოს გამოყენებული პოლიტიკური გზავნილებისთვის! ეს წინა რეჟიმის დროს იყო დახშული თავისუფალი ხმა ეთერებში, მედიაში საერთოდ და დღეს, როცა ამდენი ტელევიზია დაუფარავად ახმოვანებს მის პოზიციას, რა საჭიროა თეატრში ან ფილარმონიაში სცენის გამოყენება ასეთი განცახდებისთვის?!“ - უთხრა „დაიჯესტს“ ზურა ხაჩიძემ.
ამავე თემაზე: