Digest Logo

🎥 „არ მქონდა დახვეწილი აქცენტი, როგორიც საზოგადოებას მოეწონება საქართველოში...“ - თამო ვაშალომიძე იტალიურ ფილმში მონაწილეობაზე

1762423831
თამო ვაშალომიძე

მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე რომის კინო ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც იმ ფილმის პრემიერას დაესწრო, რომელშიც, იგი მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.

ამჯერად იგი გადაცემაში „დიდი ქვიზი“ გიორგი კოკაიასთან იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ფილმში შესრულებულ როლზე და ენის ბარიერზე ისაუბრა, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია:

„სოციალურ ქსელში, ჩემი დადებული მონაკვეთი გავრცელდა ფილმიდან. ეს რეაქცია სავარაუდოდ გამოიწვია იმან, რომ არ ვსაუბრობ გრამატიკულად, გამართულად ინგლისურად. ზოგადად ვერ ვსაუბრობ ინგლისურად, აი ახლაც თქვენგან მივდივარ მასწავლებელთან. არ მქონდა დახვეწილი აქცენტი, როგორიც საზოგადოებას მოეწონება საქართველოში. როგორც იციან ატაცება, მოსალოდნელიც იყო, რადგან ასეთი რაღაცები უყვართ.

- როგორ მოხვდი ფილმში?

ეს ჩემ კარიერაში იყო მნიშვნელოვანი და მოულოდნელი შეთავაზება. შემთხვევით მოვხვდი. საერთოდ გეგმაში არ მქონდა. მე არ ვარ მსახიობი. თუმცა ამ როლის შემდეგ დამაინტერესა ამ სფერომ და პატარა კურსი გავიარე თეატრალურში. ჩემი კომპანია „თამოსკინი“ იყო მილანის მოდის კვირეულის სპონსორი, სადაც იყო ასევე ის რეჟისორი და გარეგნულად მოვეწონე. შემდეგ უნდა გამეგზავნა ვიდეო, სადაც ვტირი და ვსაუბრობ. ვუთხარი რომ არ ვიცოდი ინგლისური. ვიდეოს გაგზავნიდან ორ კვირაში დამირეკეს და დამამტკიცეს. ფილმი არის 2-საათიანი და ჩემი კონკრეტული სიუჟეტი არის დასაწყისში. მთის წვერზე იყო სიუჟეტი, რომიდან ერთი საათის გზაზე. ვიყავი ნათრევი განადგურებული, როლში და მომიკლეს.  4-5 გოგო ვიყავით ასეთ როლში, თუმცა ორს გვქონდა მხოლოდ სიტყვა. თუ რატომ ამარჩია რეჟისორმა, რომ ჩავალ იტალიაში ვკითხავ. ეს არ იყო ჰოლივუდის პროექტი, იტალიური ფილმია“, - ჰყვება თამო ვაშალომიძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რა აღიზიანებს მორიელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

⭕გარდაიცვალა კინომცოდნე გიორგი დოლიძე

⭕„შური იბადება სიცარიელიდან, რომელსაც სხვები გრძნობენ...“ - რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი