Digest Logo

„უნდა დათესო ყველაფერი კარგი, მაგრამ აუცილებელია, მიწა ნაყოფიერი იყოს, სადაც თესავ“ - ჯორჯინა უზკატეგუი იუბილარია

1762419726
 ჯორჯინა უზკატეგუი

რამდენიმე კვირაა, ქართული და ესპანური მედია აქტიურად წერს, რომ  UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. მსგავსად მოიქცა ჯორჯინაც.

ესპანური ტაბლოიდები წერენ იმასაც, რომ ილია თოფურია მეუღლეს დაშორდა. არც ჯორჯინა, არც ილია ამ ფაქტზე საჯაროდ კომენტარს არ აკეთებენ.

იუბილარი ჯორჯინა სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, სადაც შვილთან ერთად პოზირებს და წერს:

„უკვე 30 წრე მაქვს, რაც მზის გარშემო ვარ და როგორი ბედნიერი ვარ…

ამ წელს მე ვეძახი: ღრმა განწმენდის წელს.

შევისწავლე, რომ საქმის კარგად გაკეთების ჯილდო თავად ის არის, რომ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც საქმეებს კარგად აკეთებს.

რომ სინათლე არანაირად არ უკავშირდება სიბნელეს, არც სიუხვე — სიღარიბეს.

რომ მართალია, უნდა დათესო ყველაფერი კარგი, მაგრამ ასევე აუცილებელია ნახო, ნაყოფიერი თუ არის ის მიწა, სადაც თესავ.

რომ ღვთიური სიყვარული ყველაფერს შვება, და მას მხოლოდ იმ სიყვარულს ვადარებ, რომელიც ჩემი ანგელოზის თვალებში ვგრძნობ — ჩემს გოგონად ქცეულს.

ხოლო ადამიანური სიყვარული მოითხოვს პატივისცემას, აღფრთოვანებას, გულწრფელობას, სითამამეს, ნდობას… და კიდევ უამრავ რამეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სილამაზე, რაც უნდა მოვავლინოთ, არის ის სილამაზე, რომელიც არ ჩანს — ნათელი სულის სილამაზე, რადგან ის მუდამ შენს გვერდითაა ყველგან.

ვერც ერთ ადამიანს ვერ გააჯანმრთელებ, თუ თავად არ უნდა განკურნება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი გგონია თავი ან რამდენად ბევრს ეუბნები — თუ არ სურს, ის არ განიკურნება.

მაგრამ პირიქით არ მუშაობს — ის, ვინც ტკივილშია და გაბრაზებულია ცხოვრებაზე, შეიძლება თავად ჩაგითრიოს უფსკრულში, რადგან სამყაროში უარყოფითი ენერგია ბევრად ძლიერია, ვიდრე პოზიტიური.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ შური არ არის დაკავშირებული იმასთან, რაც გაქვს — არამედ იმასთან, რასაც წარმოადგენ. შური იბადება სიცარიელიდან, რომელსაც სხვები გრძნობენ, როცა შენს სავსებას ხედავენ.

ყველაზე ძვირფასი ამ ცხოვრებაში… თვითონ ცხოვრებაა. და არავის, არასოდეს, არ აქვს უფლება შეგიზღუდოს ან წაგართვას იგი.

მადლობა ყველას სიყვარულისთვის, მზრუნველობისთვის, სითბოსთვის, ლამაზი სიტყვებისთვის.

დღეს უფრო მკაფიოდ ვგრძნობ ნამდვილი სიყვარულის და გულწრფელი სიმპათიის ენერგიას.

გმადლობ ცოდნისთვის — რადგან სწორედ ის გვასწავლის განვითარებას და გვეხმარება, ვხედავდეთ საგნებს ისეთებად, როგორებიც არიან და არა ისეთებად, როგორებადაც გვსურს რომ იყვნენ.

მადლობა ჩემს ოჯახს 30 წლის განმავლობაში მიცემული სიყვარულისთვის, უპირობო მხარდაჭერისთვის, აღზრდისა და შესაძლებლობებისთვის — და იმისთვის, რომ სამყაროს თვალები გამიხსნეს სიუხვითა და ფასეულობით სავსე ხედვით.

ვიწყებთ ამ ახალ წელს ულამაზესი შეგრძნებით, უამრავი კურთხევით, ურყევი რწმენით და სიამაყით იმის გამო, ვინც ვიყავი, ვინც ვარ და ვინც ვიქნები“, - წერს ჯორჯინა ფოტოებზე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Giorgina Uzcategui Badell (@giorginauzcategui)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მიყვარხარ დივა...“ - ლელა წურწუმიას ახალი ფოტო სოცქსელს იპყრობს

🎥 „ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული...“ - პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა

🎥 რატომ გადმოაგდეს 15 წლის უსინათლო ძაღლი კორპუსის მე-7 სართულიდან? - ფაქტის დეტალები