იუმორისა და საოცარი არტისტიზმის წყალობით, 7 წლის ნიკე ჩაჩანიძემ თავი უამრავ ადამიანს შეაყვარა. თვეების იყო როცა მშობლებმა შენიშნეს, რომ თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ გონიერი და აქტიური ბავშვი იყო.
ვიდეოებსაც დაბადებიდან უღებდნენ, თუმცა ხალხმა ჩიკოსთან ერთად გადაღებული ვიდეოთი გაიცნო.
„ჩიკო იყო ჩემი ჩიტი, რომელიც ახლა გარდაიცვალა. როგორც მახსოვს, ვიდეო დავდე ჩიკოს რომ ვეუბნები ეს ბუჩქი არ არის, ჩემი თმების“, - ამბობს ნიკე.
7 წლის ბლოგერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ახერხებს ხალხი პოზიტიურ და სახალისო განწყობაზე დააყენოს. მის ვიდეო მიმართვებს დიდი თუ პატარა დიდი ინტერესით უყურებს და თითქმის ყველა ვიდეო ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტსივრცეში.
„მართლა არ ველოდი, რომ ამდენ ადამიანს მოეწონებოდა ჩემი ვიდეოები და შევუყვარდებოდი. ჩემს აზრებს უმატებდნენ დედას აზრებს, მერე მამას აზრებს და გამოდიოდა ერთი მთლიანი სახალისო ვიდეოს აზრი. სანამ ვიდეოებს გადავიღებდით, მანამდე ყველა ერთად ვიცინოდით“, - ამბობს ნიკე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ დათა, კარგი ბიჭი ხარ!“ - მასტერი ძმას დაბადების დღეს ულოცავს