ამერიკელი მსახიობი ოსკაროსანი კევინ სპეისი საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი ავრცელებს და მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„საქართველოს საქმიანი ვიზიტით სტუმრობს უდიდესი ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი კევინ სპეისი.
კევინ სპეისი ფაულერი, დაიბადა 26 ივლისს, 1959 წელს, ის ჰოლივუდის უდიდესი არტისტია. ცნობილია თავისი ნამუშევრებით თეატრალურ სცენაზე და დიდ ეკრანზე, მას მიიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ორი „ოსკარი“, ასევე BAFTA, ოქროს გლობუსის ჯილდო, ტონის ჯილდო და ლოურენს ოლივიეს ორი ჯილდო, ასევე ნომინირებულია 12-ჯერ ემის ჯილდოზე. კევინ სპეისი 2015 წელს დასახელდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის საპატიო რაინდის მეთაურად.
მისი გამორჩეული ნამუშევრებია, ბანქოს სახლი, შვიდი, ამერიკული სილამაზე, ბეიბი დრაივერი, ეჭვმიტანილები და ა.შ.
დაგველოდეთ“, - წერს დათო ოქიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გაფრთხილება! - მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც