Digest Logo

🎥 „სპორტი არის ჩემი ოჯახი… დედასთანაც კი სპორტზე ვსაუბრობ…” - რას ამბობს ოთარ ტატიშვილი სპორტის სიყვარულზე

1720619883

„რომ არა სპორტი, ოთარ ტატიშვილი იქნებოდა ძალიან მოწყენილი, უინტერესო და უმუღამო. სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, სპორტი არის ჩემი ოჯახი, დედასთანაც კი სპორტზე ვსაუბრობ ხოლმე. 

სპორტმა მომცა განვითარების საშუალება, რადგან როცა ამით ინტერესდები, ინტერესდები კონკრეტული სპორტსმენით, მერე იმ ქვეყნით, საიდანაც ეს ადამიანია, მერე ქალაქით, სადაც დაიბადა.

სპორტი მარტო მოედანზე არ მთავრდება, უფრო უღრმავდები და ინტელექტს აძლიერებს სპორტი“, - ამის შესახებ ტელეწამყვანი, ექიმი ოთარ ტატიშვილი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.