Digest Logo

🎥 „არ ვიცი, ბოლომდე მიღებული მაქვს თუ არა რეალობა“ - სალომე ბაკურაძე მეუღლის გარდაცვალებაზე

1770301446
სალომე ბაკურაძე

მომღერალ სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში კარიერული სიახლეებია - იგი „რუსთავი2“-ის არხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა.

სალომე ბაკურაძეს ტელეწამყვანის ამპლუაში მაყურებელი ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს იხილავს.

ამჯერად „რუსთავი 2“ - თან ინტერვიუში ქმრის გარდაცვალების პერიოდს ემოციურად იხსენებს:

„როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემი ფიქრები იყო ის, რომ სანტისთან ერთად რაღაც არ უნდა მომივიდეს. უნდა გავუშვა სახლიდან და მერე უნდა მითხრან ყველაფერი. მერე გავუსწორო თვალი. მერე მოხდეს ის, რაც უნდა მოხდეს. ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას.

იმ მომენტში არ ვუშვებდი იმას, რომ ჩემ თავს რაღაცას მოხდა და ძალიან ცუდად ვიყავი. მაგრამ ლაშას დედაც იქვე იყო, რომელსაც ვხედავდი, ძალიან ცუდად იყო. იმასაც არ ჰქონდა ეს ყველაფერი მიღებული. ამ დროს იქვე მყოფი ადამიანები ისე აკეთებდნენ, ყველაფერში გვიგებდნენ. ვერც გვეუბნებოდნენ და ცდილობდნენ, ილუზიაში არ ვყოფილიყავით.

ამ გარემოში იყო სანტიც, ჩემი შვილიც. ვცდილობდი იმ წამს როგორმე ეს ბავშვი სახლიდან გამეშვა. ამას ვაკეთებდი. ვგეგმავდი, რომ ჩქარა წასულიყო. მერე, რაც უნდა დამემართოს, ბოლომდე გაგიჟება და ისტერიკა, მერე დამემართოს, და არა იმ წამს, როცა სანტი სახლშია. შევეცადე ეს ყველაფერი მეკონტროლებინა და გადამედო იმ დროისთვის, როცა სანტი სახლში აღარ იქნებოდა.

ზუსტად არ ვიცი, ბოლომდე მიღებული მაქვს თუ არა, თუმცა ყველანაირად ვცდილობ, თვალი გავუსწორო.

პრაქტიკულ რეჟიმზე გადავრთე გონება. მაქვს კონკრეტული გეგმები და მიზნები, რასაც უნდა მივყვე. ბევრად დიდი პასუხისმგებლობები გამიჩნდა. ზოგადად, არ ვარ ის გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ლანგრით აქვს მირთმეული, მაგრამ ლაშამ ბოლო წლებში უმტკივნეულოდ გადაიბარა ბევრი პასუხისმგებლობა და მოვალეობები. ბევრი რაღაც აიღო თავის თავზე.

მიუხედავად იმისა, რომ ლაშას ბევრი მეგობარი გვერდით მიდგას, ახლობლები, ოჯახის წევრებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, მაინც არის პასუხისმგებლობები, რომლებიც მარტო შენია. მე ამ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწორო და ისე მივყვე. სხვა გზა არ მაქვს.

რომ მივხვდი ამ ემოციების კრებულს, როცა გინდა ამ ადამიანთან ერთად იყო, ყველა ფიქრი მას უკავშირდებოდა. ამაში იყო სიყვარული. დიდი ემოციების ამოხეთქვა იყო ცრემლთან დაკავშირებული. გადავიღე ფოტო და ლაშას გავუგზავნე. ვუთხარი: „კი, მეც მიყვარხარ, მეთქი“, - ამბობს სალომე ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ  სალომე ბაკურაძის მეუღლე, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეჩერდით და დაფიქრდით, საით მიდიხართ...“ - 5 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕Netflix-მა „ბრიჯერტონის“ მეორე ნაწილის თიზერი გამოუშვა

⭕„აქტიურდება მაშინ, როცა ადამიანი დგას არჩევანის წინ...“ - რაზე ახდენს გავლენას Acrux-ი