Digest Logo

🎥 „არ ვუნდოდი დედამთილს, სერიოზული დაძაბულობა იყო, სრულიად საქართველო ურეკავდა: „ეს გოგო სახლში არ შეუშვაო“ - რას იხსენებს ხატია სიჭინავა

1772195998
ხატია სიჭინავა

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავასა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძის ოჯახი უკვე 15 წელია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. წყვილს 4 შვილი ჰყავს.

ხატია თამამი განცხადებების გამო პოპულარობას არ კარგავს.  

დედამთილთან ურთიერთობაზე ჟურნალისტმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა და თქვა, რომ იგი რძლად არ უნდოდა:

„მე არ ვუნდოდი ჩემს დედამთილს, სერიოზული დაძაბულობა იყო, ჩემი დედამთილი წინა თაობის წარმომადგენელია. მაგ დროს მე ტელევიზიაში ვმუშაობდი. სრულიად საქართველო ურეკავდა, ეს გოგო სახლში არ შეუშვაო. ენები მაინც მოქმედებს. თავს იკლავდა არ მინდაო.

იმ დროს არჩევანი გააკეთა ჩემ ქმარმა და შევქმენით ოჯახი, ეს მისი ერთპიროვნული არჩევანი. მერე ხიდის აშენება მე დავიწყე, არ დავტოვე ცივად, შემეძლო, მაგრამ არ დავტოვე. 

პირველი წინადადება ჩემი იყო, თქვენ შემირიგდით და მიმიღეთ იმიტომ, რომ გიყვართ თქვენი შვილი და მეც მიგიღეთ იმიტომ, რომ მიყვარს თქვენი შვილი.

დედას ვერ შეცვლის ცოლი, არ მინდოდა ამ არჩევანის გამო მის ცხოვრებაში „შავი ლაქა“ დარჩენილიყო, ამიტომ ლონდონის ხიდი ავაშენე“, - ამბობს ხატია სიჭინავა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მოთმინებაში ვარჯიში არის ყოველდღიური საქმიანობა ქრისტიანისა, შენი ერთგულება უფლისადმი იცდება“ - თეოდორე გიგნაძე

„როგორ ტრიალებს დედამიწა უსასრულო სივრცეში? პლანეტა ცოცხლობს, ცივილიზაციები ინგრევა, იმპერიები ქრება“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

🎥 ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2-იდან 8 მარტის ჩათვლით კრიზისიდან გამოსვლის პერიოდი აქვთ - „მინდა მოგილოცოთ“