ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მოთმინებაში ვარჯიში არის ყოველდღიური საქმიანობა ქრისტიანისა,
ყოველდღიური, იმიტომ, რომ შენი ერთგულება უფლისადმი იცდება მოთმინებით.
- და მოუთმენელი რას შვრება?!
- მოუთმენელი ამა სოფლის გამოწვევებს ამა სოფლის სულის იარაღით პასუხობს:
შეურაცხყოფაზე - შეურაცხყოფით,
ძალადობაზე - ძალადობით,
ერთ ლოყაში გაარტყამენ - მეორეს თვითონ დაუმატებს, და ა.შ
კბილი კბილის წილ,
ანუ ძველ აღთქმაში ცხოვრობს,
მომთმენი ადამიანი ქრისტეს ემსგავსება,
მოუთმენელი ადამიანი ძველ აღთქმაში გადასახლდება,
და თუ თქვენ გინდათ, რომ ახალ აღთქმაში იყოთ,
მაშინ მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რომელიც ქრისტეს დარი სათნოებაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაერთიანებაა საჭირო, თავიანთი ლიმიტები უნდა აღიარონ...“ - ვატო მსხილაძე ეზოტერიკასა და მეცნიერებაზე