საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „წიგნების თაროს“ Facebook გვერდზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გავრცელდა. როგორც გადაცემის გუნდი ამბობს, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ ორგანიზაციებში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელმაც საზოგადოებაში სამართლიანი ვნებათაღელვა გამოიწვია. „წიგნების თაროსთვის“, რომელიც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტად მოიაზრება, უმთავრესია ქართველი ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა და ნათელი მომავალი, ჩვენი მიზანია მომავალი თაობა იყოს წიგნიერი, განათლებული და წარმატებული, შესაბამისად ჩვენთვის უპირობო ამოცანაა ევროპული ოჯახის წევრობა, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა აღბეჭდილი და განმტკიცებული. ამასთან დაკავშირებით, გავეცანით რა კანონპროექტის შინაარსსა თუ უცხოელი პარტნიორების განცხადებებს, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტეგრაციას ჩვენთვის მნიშვნელოვან დასავლურ ორგანიზაციებში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. არა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“!, - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ნახეთ, როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას ახალი სახლი ნეაპოლში (ფოტო)