პროფესორი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში სტუდენტების მშობლებს მიმართავს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის დეტალებს უხსნის.
„სტუდენტების მშობლებო თუ ეს კანონი გავიდა და თქვენმა შვილმა უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების და მაღალი შეფასებითი მაჩვენებლის გამო მოიპოვა ERASMUS-ის გრანტი და სწავლა გააგრძელა ევროპის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში თქვენ ამით იამაყებთ, მაგრამ პარალელურად თქვენი შვილის სახელსა და გვარს აღმოაჩენთ ევროპის გავლენის აგენტთა რეესტრში.
ERASMUS-ით და ERASMUS+ ის გრანტით და გაცვლითი პროგრამით ჯამში უკვე ისარგებლა 14 000-ზე მეტმა სტუდენტმა და 8 000-ზე მეტმა პროფესორმა და მეცნიერმა“, - წერს ოთო აბესაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაფერი რუსული მო***ან, მათ შორის კანონი“ - დათო ლიკლიკაძის პასუხი ვახო სანაიას
🔵„გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან“ - გორგილაძე