Digest Logo

გარდაიცვალა ნეიროქირურგი დავით ჩიქოვანი: არაერთი ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულება და მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება მის სახელს

1773653606
დავით ჩიქოვანი

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი, ნეიროქირურგი დავით ჩიქოვანი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „კლინიკა-ლჯ“ ავრცელებს. 

ექიმის სახელს არაერთი ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულება, მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი უკავშირდება:

„კლინიკა-ლჯ“-ის ხელმძღვანელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საუკეთესო თანამშრომლისა და უახლოესი მეგობრის, ექიმ, ნეიროქირურგის, დავით ჩიქოვანის გარდაცვალების გამო.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი ჩვენს კლინიკაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანური ურთიერთობებითა და კოლეგიალობით, ასევე პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და ზუსტი დიაგნოზით.

არაერთი ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულება, მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი უკავშირდება დავით ჩიქოვანის სახელს.

თანავუგრძნობთ ქალაქს, მის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - წერია სამძიმრის წერილში. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„გემოვნებიანი, ყველაფერი უხდება...“ - რატი დურგლიშვილი იტალიაში მოგზაურობს

„თუ დიაბეტის მქონე პაციენტი ვიქნებოდი, ჩემს ყოველდღიურ რუტინაში ჩავრთავდი ამ 3 ბუნებრივ რამეს...“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია

„უზომოდ ბედნიერი და გახარებული იყავი შენს ულამაზეს ოჯახთან ერთად“ - მაკა რაზმაძე მარიტა მელიქიშვილს დაბადების დღეს ულოცავს