
ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სკოლებში რელიგიის და უცხო ენის პირველი კლასიდან შესწავლაზე საუბრობს.
როგორც თავად ამბობს, რელიგიის გაკვეთილის დამატებას მიესალმება, რაც შეეხება უცხო ენის პირველი კლასიდან შესწავლას, არასასურველად მიიჩნევს:
„მგონია, რელიგიის ისტორია სკოლებში ისწავლებოდეს არაფერი დაშავდება, პირიქით. მათ შორის იმ რელიგიის ისტორია, რომელიც დომინანტია ჩვენს ქვეყანაში. ბუნებრივია იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბევრი აღმსარებლობის ადამიანია და მათ აუცილებლად უნდა მიეწოდოთ ცოდნა საკუთარი რელიგიის შესახებ ისტორიულიც.
რაც შეეხება უცხო ენის სწავლებას, ვფიქრობ, მშობლიური ენის სწავლით უნდა დავიწყოთ. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, მიდრეკილება, რომ მაინც და მაინც პირველი კლასიდან ასწავლოს შვილს უცხო ენა, კერძო ინიციატივაში გადათარგმნონ და ასე მოიქცნენ.
უცხოური ენა ალბათ სასურველია 2-3 კლასიდან დავიწყოთ“, - ამბობს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მეც კი შემაყვარეს ფეხბურთი... გმირები ხართ პირადად ჩემთვის“ - რას წერს გოგა მანია