Digest Logo

🎥 „თვლიდნენ, რომ ეს იყო ავი სულით შეპყრობილობის შედეგი, რაც რეალობას მოწყვეტილი არ არის... სევდიანი თუ ხარ, არ ნიშნავს რომ დეპრესია გაქვს“ - რეზო კორინთელის საინტერესო ლექცია

1744118311
რეზო კორინთელი

დეპრესია ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ხშირად ვითარდება შფოთვის კვალდაკვალ.

დეპრესია შეიძლება იყოს მსუბუქი და ხანმოკლე ან მძიმე და ხანგრძლივი. ზოგიერთ ადამიანს დეპრესია მხოლოდ ერთხელ ემართება, ზოგმა კი შეიძლება რამდენჯერმე განიცადოს.

დეპრესიამ შეიძლება თვითმკვლელობამდე მიგვიყვანოს, მაგრამ სათანადო დახმარების გაწევის შემთხვევაში შესაძლებელია ამის თავიდან აცილება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ახალგაზრდების დასახმარებლად, რომლებიც თვითმკვლელობაზე ფიქრობენ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ „აზროვნების აკადემია“ და მათი სტუმრები მუდმივად ცდილობენ საზოგადოებაში ცოდნის ამაღლებას. ამჯერად მათი მიწვეული სტუმარი საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის  წევრი, საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების  წევრი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის მიმართულებით, პროფესორი რევაზ კორინთელი გახლდათ, რომელმაც დეპრესიის ფორმებზე, ფაქტორებსა და გავლენაზე ისაუბრა:

„მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა ფსიქოლოგია, შემდეგ ფსიქიატრია როგორც მეცნიერება და შუა საუკუნეებში თვლიდნენ, რომ ეს იყო ავი სულით შეპყრობილობის შედეგი, რაც რეალობას მოწყვეტილი არ არის. როცა იუნგს ჰკითხეს რა განსხვავებაა ავ სულსა და კომპლექსს შორის, კომპლექსი არის წარმოდგენების ერთობლიობა, რაც ზიანს აყენებს ფსიქიკას, ავი სულიც არის ინფორმაცია, რაც ზიანს აყენებს და ენერგიას აკარგინებსო. 

დეპრესია ანუ მელანქოლია უხსოვარი დროიდან არის აღწერილი. მელანჰოლე ნიშნავს შავ ნაღველს. მისი ფენომენი დღემდე არ არის სრულად შესწავლილი. არსებობს ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი. 

არის თუ არა დეპრესია ნორმალური სევდიანი გუნება-განწყობის გადამეტებული გამოვლინება?

თუ იგი რაოდენობრივად და თვისობრივად განსხვავებულია ნორმალური გუნება-განწყობილებისგან. 

სევდიანი თუ ხარ, არ ნიშნავს რომ დეპრესია გაქვს, ეს ნორმალური სევდაა. 

შეიძლება დეპრესია ჩავთვალოთ დაავადებად? 

დეპრესია რომ დაავადებად ჩავთვალოთ უნდა ვიცოდეთ მიზეზი, პათოგენეზი და გამოსავალი. თუ ეს არ ვიცით, დაავადებად ვერ ჩავთვლით. ის მულტიფაქტორულია.

რა იწვევს დეპრესიას? ფსიქოსოციალური ტრავმა თუ ბიოლოგიური ფაქტორი? 

განმარტება დეპრესიის არის ემოციურად, აფექტური სფეროს პათოლოგია, რომელიც ვლინდება გუნებ-განწყობის დაქვეითებით, რასაც თან ახლავს ინტერესის და სიამოვნების განცდის დაკარგვა, ბრალეულობის შეგრძნება და დაბალი თვითშეფასება. მაღალი შფოთვა ან პირიქით, აპათია, ძილის ნორმალური ციკლის დარღვევა, ენერგიისა და კონცენტრაციის უნარის დაკლება. ამ პრობლემას შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული და რეციდიული ხასიათი და გააუარესოს პაციენტის ყოველდღიური საქმიანობის უნარი და ცხოვრების ხარისხი დასწიოს დაბლა. შესაძლოა პაციენტი იმ მდგომარეობამდეც მივიდეს, რომ ჰქონდეს სუიციდური მცდელობა“, - ამბობს  რეზო კორინთელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინერვიულე, არავის საქმე არ არის ჩემი პირადი“ - გია ფარადაშვილი საზოგადოების მხრიდან ბულინგზე

⭕„ნებისმიერი მიმი, სადაც სოსო და კიმ ჩენ ინი ერთად ფიგურირებენ, შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან საშიში მისთვის...“ - რა განცხადება ვრცელდება სოციალურ ქსელში?

🎥 „ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მაჩვენებელი საქართველოში ერთ პროცენტამდეა“ - რა არის ეპილეფსია და რამდენი სახეობის გულყრა არსებობს