Digest Logo

„არასამთავრობოობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არასოდეს არავისზე არ ხარ დამოკიდებული, რას ჰქვია ეს შეიძლება შემოგესიონ X რაოდენობის არასამთავრობოები და რაც უნდა ის აკეთონ?!“ - ქეთი დოლიძე „გამჭვირვალობის კანონზე“

1712912078
ქეთი დოლიძე

„თქვენ წარმოგიდგენიათ ამერიკაში იყოს რამე ორგანიზაცია, რომლის მუშაობაც არ არის გამჭვირვალე, ასეთი რამ წარმოუდგენელია და აბა, აქ რატომ წარმოგიდგენიათ?! აქ რატომ უნდა აკეთოს ყველამ ყველაფერი და არავინ იყოს ხელშესახები, იმიტომ, რომ არასამთავრობო ჰქვია?!“,- ასე ეხმაურება რეჟისორი ქეთი დოლიძე „გამჭვირვალობის კანონპროექტს“, რაც პარლამენტს ხელახლა წარედგინა. 

„ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არ არის „რუსული კანონი“. ეს არის ერთ-ერთში ამერიკული კანონი. წაიკითხეთ და შეისწავლეთ, ამას მეტი ცოდნა უნდა. გაუცნობიერებლობამ გამაგიჟა, შეიძლება ერის 80% არაფერში არ ერკვეოდეს?! ეს არის ამერიკული, დასავლური და ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში გავრცელებული კანონი. 

თქვენ წარმოგიდგენიათ ამერიკაში იყოს რამე ორგანიზაცია, რომლის მუშაობაც არ არის გამჭვირვალე, ასეთი რამ წარმოუდგენელია და აბა, აქ რატომ წარმოგიდგენიათ?! აქ რატომ უნდა აკეთოს ყველამ ყველაფერი და არავინ იყოს ხელშესახები, იმიტომ, რომ არასამთავრობო ჰქვია?! მე უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცი, რაც არის არასამთავრობო. 

როდესაც სახელმწიფო, ან ვინმე გაფინანსებს, შენ რა უფლება გაქვს ამის ანგარიში არ წარადგინო? შენ მომეცი ფული და მე როგორც მინდა ასე დავხარჯავ, ეგრე სადაა.

არასამთავრობოობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არასოდეს არავისზე არ ხარ დამოკიდებული, რას ჰქვია ეს შეიძლება შემოგესიონ X რაოდენობის არასამთავრობოები და რაც უნდა ის აკეთონ?!

ეს კანონი თავიდან ბოლომდე ამერიკული კანონის ასლია, ყველა დასავლეთის ქვეყანაში არასამთავრობო  ორგანიზაციები არიან ანგარიშვალდებული სახელმწიფოს წინაშე, ყველგან“,- უთხრა „დაიჯესტს“ ქეთი დოლიძემ.

რეჟისორმა ასევე შეაფასა ბოლო დროს თეატრის სცენიდან პოლიტიკური მოწოდებების საკითხი და აღნიშნა, რომ თეატრი უნდა იყოს თეატრისთვის და არა განცხადებებისთვის.

„თეატრი უნდა იყოს თეატრისთვის და არა განცხადებებისთვის, მე არ მიყვარს, როდესაც მსახიობები აკეთებენ განცხადებებს. გამოდი თეატრიდან, წადი ტელევიზიაში, ან რადიოში და უკვე როცა თეატრიდან გამოსული ხარ, მერე გააკეთე განცხადება.

შენ როცა თეატრში გამოდიხარ და თეატრის სახელით გამოდიხარ და აკეთებ განცხადებას, არ შეიძლება. შეიძლება სპექტაკლი დადგა ისეთი, რომ შენი სათქმელი თქვა და 4-ჯერ უფრო ძლიერი იყოს, მაგრამ როდესაც სპექტაკლის მერე ტაშს გიკრავს მაყურებელი სპექტაკლისთვის და მერე გამოდიხარ და აკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, ეს  აბსოლუტურად მიუღებლად და არასწორად მიმაჩნია“,- აცხადებს „დაიჯეტსთან“ ქეთი დოლიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „მადლობა ჰამბურგს...“ - ხატია ბუნიათიშვილი მის შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

⭕„სკოლის შემდეგ“ - როგორ ატარებს დროს ნეკა დოროყაშვილი შვილთან ერთად