Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1712898850
პროგნოზი

ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოს თითოეულ რეგიონში.

12 აპრილს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ოზურგეთშიც დარია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11.

ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

+18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +16, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მეტყობა ხომ ბედნიერება გარეთ გამოსვლის...“ - ქეთი ხატიაშვილი ცეცხლოვანი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს

🎥 „მადლობა ჰამბურგს...“ - ხატია ბუნიათიშვილი მის შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება