Digest Logo

„არასდროს რომ არ ჰქონია, იმხელა წვერი აქვს... თვალები ცრემლიანი და ნაღვლიანი“ - მარი ნაკანი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრაზე

1773214090
mari nakani

„გვანცას პოდკასტის“ ახალი ეპიზოდის სტუმარია ფოტოგრაფი და ინფლუენსერი მარი ნაკანი. მან გულწრფელად ისაუბრა მენტალურ ჯანმრთელობასთან ბრძოლაზე, ცხოვრების რთულ პერიოდებზე და მეუღლესთან დაშორების მტკივნეულ პროცესზე.

ნაკანმა გაიხსენა ბოლო შეხვედრა გიორგისთან და აღნიშნა, რომ მასში ცვლილება შეამჩნია. მისი თქმით, ეს პერიოდი შესაძლოა შუახნის კრიზისთან იყოს დაკავშირებული:

„ერთი კვირის წინ გიორგიმ მომწერა: „საბერძნეთიდან ჩამოგიტანე რაღაც და საქმიანად შევხვდეთო“. გუშინწინ შემხვდა. არასდროს რომ არ ჰქონია, იმხელა წვერი აქვს. თვალები ცრემლიანი და ნაღვლიანი. ჩემნაირი და ყველა ის ნახევარი, თუ პარტნიორი რაღაცა მომენტში ისე დაარტყამს რომ... ხოლო ქალი, რომელსაც უყვარხარ, გადაგყვება თან. გაძლევს უდიდეს ენერგიას. ყველა ბედნიერი, წარმატებული კაცის უკან დგას ნაზი და გაფურჩქნილი ქალი. გააფუფუნეთ თქვენი ქალები და ნახავთ, როგორი წარმატება მოვა თქვენთან“, – აღნიშნა ნაკანმა.

მისივე თქმით, გიორგის წარმატებაში თავისი წვლილიც აქვს:

„ის, რომ გიორგი ასეთი წარმატებული გახდა, ჩემი დიდი წვლილიცაა და მისიც, რა თქმა უნდა. რადგან ქალურ ენერგიას ლიმიტი არ აქვს. გიორგი ფანტასტიკური პიროვნებაა. მგონია, რომ ეს შუახნის კრიზისია და გაუვლის. შემირიგდი გიორგი, მიყვარხარ და მენატრები“, – საჯაროდ მიმართა მან ყოფილ ქმარს და სიყვარული აუხსნა.

პოდკასტში მარი ნაკანმა ასევე ისაუბრა პირად გამოცდილებაზე, ემოციურ სირთულეებსა და იმ გზაზე, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის გაიარა. მისი თქმით, რთული პერიოდების მიუხედავად, ცდილობს პოზიტივი შეინარჩუნოს და საკუთარი გამოცდილებით სხვებსაც გაუზიაროს მნიშვნელოვანი გზავნილები.