ლობიანი ბარბარობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ტრადიციულად ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში ამ დღეს ლობიანს აცხობენ.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ ლობიანის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ბარბარობას ლობიანები უნდა დააცხოთ:
ინგრედიენტები ცომისთვის:
ფქვილი 1კგ
საფუარი 1ს/კ
შაქარი 1ს/კ
ზეთი 2ს/კ
მარილი ½ ჩ/კ
ფქვილს დავუმატოთ შაქარი, ზეთი, საფუარი, მარილი (მარილი საფუარს არ მოახვედროთ), მოვზილოთ თბილ წყალში, ცომი პირველად რომ ამოვა ჩავზილოთ და კიდევ რომ ამოვა მერე გამოვაცხოთ ლობიანები.
გულსართი:
ლობიო 1კგ
რაჭული ლორის ქონი 100გრ
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი
გულსართის მომზადება:
ვხარშავთ ლობიოს(ხარშვისას რამდენჯერმე ვუცვლით წყალს), კარგად რომ მოიხარშება წვენი გადავწუროთ, შევაზავებთ ღორის ქონით და მარილით, თუ მასას ცხიმი კარგად აქვს ლობიო არ გადმოიყრება. თუ მარხვაზე ხართ შეაზავეთ მცენარეული ცხიმით.
ლობიოს გუნდა და ცომის გუნდა ტოლები უნდა იყოს. ჩავდებთ ლობიოს ცომში, გავაბრტყელებთ და ვაცხობთ, გამომცხვარ ლობიოსაც ღორის ქონს ვუსვამთ ზემოდან (ან მცენარეულ ცხიმს მარხვის შემთხვევაში).
არსებობს ლობიანის კიდევ ბევრი ვარიაცია, ე.წ ქალაქური ვარიანტები, ამ დროს ლობიანს გულში შეგიძლიათ დაამატოთ მოშუშული ხახვი და ნიორი, სუნელები, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენოვანი ცომი ფენოვანი ლობიანებისთვის, თუმცა გახსოვდეთ რომ ფენოვანი ცომი გაცილებით კალორიულია საფუვრიან ცომთან შედარებით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: