რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი, ნაზი პაჭიკაშვილი სტუმრად გადაცემაში „ჩემი საქართველო“ ისაუბრა.
როგორც ნაზი პაჭიკაშვილმა აღნიშნა რუსთავის არქეოლოგიური შესწავლა დღემდე მიმდინარეობს:
„რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ახალი რუსთავის მშენებლობის პარალელურად დაიწყო. 1944 წელს, როგორც კი პირველმა მანქანამ გაიარა ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე, რუსთავის წარსულმა დაიწყო ამომზეურება. 44-46 წელში მხოლოდ მეთვალყურე არქეოლოგიური მეთვალყურე ესწრებოდა პროცესს. 49 წლიდან კი დაიწყო რუსთავის გეგმაზომიური შესწავლა.
მისი შესწავლა დღემდე გრძელდება. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებული მასალა მოგვცა რუსთავის ციხეზე მიმდინარე სამუშაოებმა. ამ ეტაპისთვის ციხის, რამდენიმე ოთახია შესწავლილი“, - აღნიშნა ნაზი პაჭიკაშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირდაპირ ჩემს „ჰეითერებს“ ეძღვნება“ - ნუცა ბუზალაძემ ახალი სიმღერა გამოუშვა
⭕ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა
🎥 „სიყვარულს სჭირდება წყლის დასხმა და მოვლა“ - ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის ოჯახური იდილია