Digest Logo

არქიმანდრიტი იოვანე: კვირას, წესის აგების შემდეგ სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრები, შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობა

1773982345
არქიმანდრიტი იოვანე:

„შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა, 09:00 საათზე და დაიწყება საღვთო ლიტურგია. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი აღავლენს ამ წირვას. ასევე შაბათს იქნება საღამოს მწუხრის ლოცვა“, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, კვირას, ბასილი დიდის ლიტურგიის შემდეგ, შესრულდება წესის აგება.

„კვირას იქნება ბასილი დიდის ლიტურგია, ლიტურგიის შემდეგ წესის აგება. სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრებიც და შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება და სიონი საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობა.

შეიძლება ვთქვათ, რომ ხალხის ზღვაა, უამრავი ადამიანი სურვილია რომ გამოემშვიდობოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

უწყვეტად მიმდინარეობს გალობა და პანაშვიდები და სხვადასხვა მღვდელმთავარი თუ მღვდელი პანაშვიდს აღავლენს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო - სახლი, სადაც უწმინდესი ილია მეორე ცხოვრობდა, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი

⭕„მადლი გადაგვარჩენს და ზუსტად ამ განწმენდის გზას გავდივართ პატრიარქისთვის დანთებული სანთლით“ - ლალი მოროშკინა

⭕თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება