Digest Logo

თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

1773942564
მეტრო მარჯანიშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით, იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები.

დღეს, 19 მარტს თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 20 და 21 მარტსაც.

ასევე, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები და 20 და 21 მარტს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ასევე, 02:00 საათამდე ისარგებლონ.

ამავე პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რომელ საგალობელს უსმენდა ილია მეორე ბოლო დროს - რას იხსენებს პატრიარქის მგალობელი

🎥 პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

⭕„სრულდება ფინანსური ვალდებულებების, ენერგეტიკული ვალებისა და ღრმა ფსიქოლოგიური შიშების ფაზა...“ - რამაზ გიგაური 19 მარტის ახალმთვარეობაზე