Digest Logo

„მადლი გადაგვარჩენს და ზუსტად ამ განწმენდის გზას გავდივართ პატრიარქისთვის დანთებული სანთლით“ - ლალი მოროშკინა

1773943564
ლალი მოროშკინა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.

უწმინდესის გარდაცვალებას ეხმაურება ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პიარტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა და წერს:

„ვფიქრობდი, რატომ ახლა? მივხვდი.
ამდენი ლოცვა, ამდენი ცრემლი, ამდენი მადლიერი სიტყვა და ადამიანი, ალბათ ეს ესაჭიროებოდა ახლა განსაცდელში მყოფ მსოფლიოს.

სავარაუდოდ ჩვენც ეს მადლი გადაგვარჩენს და ზუსტად ამ განწმენდის გზას გავდივართ პატრიარქისთვის
დანთებული სანთლით“, - წერს ლალი მოროშკინა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

🎥 რომელ საგალობელს უსმენდა ილია მეორე ბოლო დროს - რას იხსენებს პატრიარქის მგალობელი

🎥 პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ