Digest Logo

🎥 „არსებობს ორი სამყარო, რუსთაველურ ხედვაში, რომ ორი ტიპია... რაც ვიცი იმას ვგრძნობ და მე ვარ ის, რაც გავიგე“ - ანდრო დგებუაძის ინტერვიუ

1769082523
ანდრო დგებუაძე

ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, ტრენერი და ლექტორი ანდრო დგებუაძე ხშირად უძღვება ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ლიდერობა, მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები და გუნდ­ური მუშაობა.

იგი ხშირად საუბრობს მეტამორფოზაზე - პიროვნული ცვლილებისა და თვითშემეცნების მნიშვნელობაზე, ამასთან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარ თავთან ურთიერთობა, როგორ გამოყონ „ტყუილი საკუთარ თავში“ და გამოავლინონ  სიმართლე.

ამჯერად ანდრო დგებუაძე „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ადამიანის შინაგან და გარეგან სამყაროზე ისაუბრა:

„არსებობს ორი სამყარო, ჩემი შინაგანი და გარეგანი სამყარო. თუ ჩემი შინაგანი სამყარო მოწყვეტილია გარეგანს, მაშინ მე გაორებულ მდგომარეობაში ვარ, ორი ცხოვრება მაქვს, რითაც გარეთ გავდივარ, რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ შიგნით ჩემს თავს ვერ ვდებ ამაში, რაღაც დეპერსონიზირებული ვარ და ჩემი შიგნით რაღაც ცხოვრება ვერ გამიგია ვერაფერი და ვერც ვერაფერს ვაკავშირებ. ეს ორი არის ფაქტობრივად, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, 7 საათამდე და 7 საათის შემდეგ, არ ხდება განოყიერება ერთი მეორით. 

მოგისვრით რუსთაველურ ხედვაში, რომ ორი ტიპია. ერთი, რომელიც შიგნით იყურება და იქ დაეკარგა ობიექტურობის საზომი და დაეძებს ამას, ტარიელს ვგულისხმობ და მეორე არის, რომელიც გარეთ იყურება და მონადირე არის და კი მოინადირა ყველაფერი, მაგრამ ხვდება, რომ აკლია, რაღაც შინაგანი. 

ამოცანად გაიხადა ის, რომ მე სანამ იმას არ ვაპოვნინებ თავის „სატრფოს“, მანამდე მე ჩემი „სატრფოც“ არ მიმიღებს კი არა და არც მეკუთვნის, ამიტომ მათ შორის ასეთი კარმული დაკავშირება ჩნდება, რომ მე უნდა ვუშველო იმას, ვინც საპირისპიროა ჩემგან ბუნებით და მაშინ მეც მეშველება. 

ამაში ქრისტიანული მარცვალიც არის, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ რუსთაველი იწყებს ინდური სტილით, თვითონ ეს ფაბულა, რომ სხვისი გადარჩენით გადავრჩები, ეს ძალიან ქრისტიანულია და ძალიან მომწონს ეს მომენტი. 

ეს იგავი მთლად ინდური იგავიც არ არის, იმიტომ, რომ ამ იგავშიც არის ქრისტიანული მარცვალი, რომ შენ ხარ რეალობა და შენ ამ გაერთიანებას აკეთებ მაშინ, როდესაც შენი შინაგანი სამყარო და გარეგანი სამყარო ცნობენ ერთმანეთს. 

ჩემი გრძნობა ცალკე კი არ არის და ჩემი ვიცი ცალკე, არა. რაც ვიცი იმას ვგრძნობ და მე ვარ ის, რაც გავიგე. 

რეალობა ხარ შენ! რეალობა არის ცნობიერება! რეალობა არის ის წერტილი, როდესაც ხდება მიხვედრის აქტი, როდესაც ორი სამყარო ეხება ერთმანეთს და ამას ჰქვია შემეცნება“, - ამბობს ანდრო დგებუაძე. 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=MqOdBbHOcpM

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაიცავი ზომიერება, რათა არ გამწვავდეს ქრონიკული პრობლემები“ - თაკო მელიქიშვილი 22 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე

🎥 „ცხვირს ვუყიდე საჩუქრები...“ - ნუცა ბუზალაძე შოპინგის ბლოგს გვიზიარებს

„ცხოვრება შედგება ამ პატარა მომენტებისგან, ის ყოველთვის მხოლოდ „ახლა“ ხდება“ - რას წერს პიროვნული ზრდის მენტორი