Digest Logo

„არც წარმომავლობას და არც ჩვენს ოცნებებს არ აქვს საზღვარი...დღეს თუ არა ხვალ, ნანატრ ჯილდომდე მივა“ - შოთა არველაძის შეფასებით, კვარას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებზე საუბარი რეალურია

1792591726
შოთა არველაძე

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.

სოციალურ ქსელში ქართველ შემტევს მხარდაჭერა ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გამოუცხადა. მისი თქმით, კვარაცხელიამ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი ქვეყანა მიიყვანა იმ ნიშნულამდე, რომ დღეს „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებზე საუბარი რეალურია.

„კვირაზე ნაკლები რჩება და, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება, მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც აქამდე გააკეთა. მან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩვენი ქვეყანაც მიიყვანა იმ ნიშნულამდე, რომ დღეს მსჯელობის, კამათისა და „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებზე ლაპარაკის შესაძლებლობა გვაქვს. 

თუ გავიაზრებთ კვარას ნახტომს ბოლო წლების განმავლობაში, ვნახავთ, რომ არც წარმომავლობას და არც ჩვენს ოცნებებს არ აქვს საზღვარი, თუ ამ ოცნებების ასახდენად ყველაფერს ზედმიწევნით სწორად გავაკეთებთ. ასეთია ხვიჩაც და დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა ხვალ, ზუსტად მივა იმ ნანატრ ჯილდომდე, როგორც ეს მოხდა იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატების, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში.

მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა ისეთი ღონისძიება, როგორიც Golden Week Of Football-ია, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, მოგვისმინა ქართველი, ფრანგი, იტალიელი და ესპანელი ჟურნალისტებისთვის, მწვრთნელებისა და ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტისთვის, რომლის საქართველოში ვიზიტი და კვარას მხარდაჭერა მადლიერებასა და პატივისცემას იმსახურებს.

მადლობა ორგანიზატორებს, სპონსორებს, პარტნიორებს, მაყურებლებს და ყველას, ვისთვისაც ეს საკითხი, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია და კვარას მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი შემტევი სტადიონს 6-დან 9 - თვემდე ვერ დაუბრუნდება. მას ოპერაცია რამდენიმე დღეში ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, მოედანზე უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Shota Arveladze (@shota_arveladze)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ შემოდგომის მთავარი მოდა: 10 ქართველი ვარსკვლავის ლუქი, რომელიც იდეალურ შთაგონებას მოგცემთ

⭕ მწვანე ფერის საიდუმლო გზავნილი და 1863 წლის ბროში: როგორ მიაგო ქეით მიდლტონმა პატივი ომანის სულთანს

⭕8-წლიანი ციკლის მნიშვნელოვანი მომენტი: ძველი სიყვარული, ფინანსები და დაფარული სიმართლე - რა მოხდება 24 ოქტომბერს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

✕