Digest Logo

„ასე გაგრძელება შეუძლებელია“ - ინგლისური პრესა გიორგი მამარდაშვილზე წერს

1772979300
გიორგი მამარდაშვილი

სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა ლივერპულის მორიგი მატჩი, სადაც არნე სლოტის გუნდმა ვულვზი 1-3 დაამარცხა და ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალში გასვლა მოახერხა. ამ დაპირისპირებამდე იყო მოლოდინი, რომ „წითლების“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავდა, თუმცა არნე სლოტმა არჩევანი კვლავ ალისონ ბეკერზე შეაჩერა და ქართველ მეკარეს თამაშის საშუალება სამწუხაროდ ისევ არ მიეცა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი მეკარის თაობაზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა — რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის კარის დარაჯი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლივერპულს აუცილებლად დატოვებს, რადგან არნე სლოტისთვის ალისონ ბეკერი შეუცვლელია. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ გამოცდილი ბრაზილიელი მეკარე ზაფხულში გუნდის დატოვებას არ გეგმავს, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

ზემოხსენებული სიტუაციიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი შანსია გიორგი მამარდაშვილმა ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს, თუმცა აქ გასარკვევია ქართველი სხვა კლუბში იჯარის წესით გადავა თუ პირდაპირი ტრანსფერი განხორციელდება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, 25 წლის მეკარის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ამ დღეს სამყარო კაცებს მეტ ძალასა და უფლებას გვაძლევს გამოვხატოთ ქალთა მიმართ სიყვარული...“ - გია მურღულია 8 მარტზე

⭕„ბორჯღალოსნები“ დღეს, 8 მარტს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

⭕„ნუ აიღებთ კრედიტებს და ვალს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: lagazzetta.ge