Digest Logo

„ამ დღეს სამყარო კაცებს მეტ ძალასა და უფლებას გვაძლევს გამოვხატოთ ქალთა მიმართ სიყვარული...“ - გია მურღულია 8 მარტზე

1772958685
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ალტა დღეზე წერს:

„8 მარტი იგივეა, რაც 7 მარტი (ასე - ისტორიის დასაწყისამდე) და 9 მარტი (ასე - ისტორიის ბოლომდე).
უბრალოდ, ამ დღეს სამყარო კაცებს მეტ ძალასა და უფლებას გვაძლევს გამოვხატოთ ქალთა მიმართ სიყვარული, პატივისცემა და აღფრთოვანება იმით, რომ ისინი გვერდით არიან.
ღმერთმა მშვენიერი მრავალსახეობა ინება:
ქალი - დედა;
ქალი - მეუღლე;
ქალი - შვილი;
ქალი - შვილიშვილი;
ქალი - მეგობარი.
ქალი - გონიერი გული.
ქალი - სილამაზე;
ქალი - იდუმალება;
ქალი - მომხიბვლელობა...
მის გვერდით გსურს, უკეთესი იყო.
მის გვერდით გსურს, ძლიერი იყო.
მის გვერდით გსურს, ღირსეული იყო.
მის გვერდით გსურს, კეთილი იყო.
მის გვერდით გსურს, მზრუნველი იყო.
ის არის სიცოცხლის მშვენიერების მიზეზიც და მიზანიც.
ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ თქვენს დღეს - სიკეთე, სიყვარული, სილამაზე და მშვიდობა დაგემგზავროთ!“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბორჯღალოსნები“ დღეს, 8 მარტს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

⭕„ნუ აიღებთ კრედიტებს და ვალს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕კაცობრიობის ყველაზე დიდი ტრავმა: რატომ ვგლოვობთ „დაკარგულ დედას“ ქვეცნობიერად? - რას წერს რამაზ გიგაური