სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ ილია თოფურიას მხარდაჭერა გამოუცხადა. შეგახსენებთ, რომ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების გამო, ქართველმა ჩემპიონმა 2026 წლის პირველ ნახევარში ჩხუბზე უარი განაცხადა. მის არყოფნაში დროებით ჩემპიონობას ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი გაათამაშებენ.
„ის, რაც ტრიალებს თოფურიას გარშემო, ძალიან ცუდია. თანაც, ეს ყველაფერი რომ ხდება საჯაროდ, მდგომარეობას უფრო ამძიმებს. როდესაც ცხოვრებაში გადიხარ ასეთ პერიოდს, ნამდვილად არ გაქვს კემპის გავლისა და ჩხუბისთვის მომზადების სურვილი.
ჩემი მომავალი ბრძოლა?
ის თანამთავარიც კი არ არის. უკან წავედი. რა იქნება შემდეგ? პრელიმები და ადრეული პრელიმები? ჩემი შოუს აქციების ფასი დაეცა, რაც შემაწუხებელია“, - ამბობს შონ ო'მალი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „განწყობით დავიკელი 12 კილო, ჭამისთვის არ მომიკლია...“ - რას ჰყვება თამარ ალადაშვილი
წყარო: lagazzetta.ge