ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ბავშვობის მოგონებების შესახებ ისტორიებს.
ამჯერად იგი სოფელში გატარებულ დღეებს და ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.
„დაიჯესტი“ გიორგი კეკელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„თუ რამე მენატრება, მენატრება წვიმის ცქერა სოფელ ზემო სურებში, ჩემი პატარა სახლის ხის აივნიდან. მაისის მიწურულის დღეებს, ყველაზე მეტად ეს ოდნავი, ნოტიო სიცივე და ბაბუაჩემის ჯემპრი უხდება, ბებია რომ მომაცმევს აგრილებისას, რადგან თბილი ტანსაცმელი ოზურგეთში დამრჩა და ზეგ უნდა გამოატანონ ავტობუსს.
ხუთი ზომით დიდი ტანსაცმელი და ხუთი ზომით დიდი ფიქრი, როცა 11 წლის ხარ და წვიმა უცნაურად გაშტერებს.
მოდის წვიმა, მთვრალი ორკესტრივით უკრავს სახურავზე, დგება გუბეებად, ეშვება ნიაღვრებად და შენ ფიქრობ რაღაც უცნაურზე და გაუგებარზე.
ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის და იქვე რჩება“,- წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა სასწაული ხარ შვილო“ - სანდრო გურგენაძის შესრულებული ინდური სიმღერა „Maa Tujhe Salaam“
⭕🎥 მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეს დაესწრო - ნახეთ, კადრები