Digest Logo

🎥 „ასეთი გულისცემა სხვა დროს არასოდეს მქონია” - დათო კენჭიაშვილი პირველი სიყვარულის მძაფრ ემოციებზე

1736965519
დათო კენჭიაშვილი

ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

მის სიმღერებს აქტიურად უსმენენ, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მისი ცხოვრებისეული ამბები.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც მან პირველ სიყვარულზე ისაუბრა, რაც 11 წლის ასაკში გადახდა თავს:

„ცოტა მრცხვენია, ყოველთვის მერიდებოდა გამოხატვა, არ ვიცი რატომ უნდა მრცხვენოდეს ქალთან კონტაქტის. თითქოს ყოველთვის ფეხს ვითრევ. ალბათ მოკრძალება უფრო მაქვს, ხანდახან ვფიქრობ, რომ მივიდე რა ვუთხრა, არადა ყველაფერი მარტივია.

შეყვარებული ვყოფილვარ, ყველაზე მეტად მახსოვს 11 წლის ასაკი, მძაფრად მახსოვს გოგო, რომელიც დედიკომ ჩამოიყვანა ქობულეთში დასასვენებლად. მახსოვს ის შეგრძნება, გულისცემა, სუნთქვა - ეს იმის შემდეგ არასდროს მქონია, ის ყველაზე სუფთა გრძნობა იყო“, - ამბობს დათო კენჭიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ისეთი დეპრესია მქონდა, არავინ და არაფერი მინდოდა...“ - რას ჰყვება დათო კენჭიაშვილი დედის გარდაცვალებაზე

🎥 აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, გველი 29 იანვარს შემოდის - რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს, თაკო მელიქიშვილის რეკომენდაცია

„საყვარელი წყვილი“ - გიორგი გასვიანი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარე