
ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
მის სიმღერებს აქტიურად უსმენენ, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მისი ცხოვრებისეული ამბები.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც მან გარდაცვლილ დედაზე ისაუბრა:
„დედა სრულიად ჯანმრთელი იყო. ბოლოს რაღაც დიაგნოზი დაუსვეს, იყო საოპერაციო და დაგეგმვიდან სამი დღე კლინიკაში გაატარა, შემდეგ გამიფრინდა ცაში. ვიყავი ამის შემსწრე, როცა დიაგნოზი აუმოქმედდა.
პირველ სართულზე იყო, მე მეორეზე, ავდექი რატომღაც, გადავიხედე და დედა მიწაზე იჯდა, ხელში ავიყვანე, სასწრაფო გამოვიძახე.
გარდაცვალების შემდეგ არაფერი, არავინ არ მინდოდა, ორი წელი ხმა არ ამომიღია, ვერავისთან ვკონტაქტობდი“, - ამბობს დათო კენჭიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საყვარელი წყვილი“ - გიორგი გასვიანი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს