Digest Logo

„ეკუნას გაუმარჯოს, ჩემს მაგარ გოგოს“ - გია დავითიანის მეუღლე იუბილარია

1757399292
გია დავითიანი

ანსამბლ „ალილოს“ წევრმა, გია დავითიანმა 2021 წელს პირადი ცხოვრება ექიმ ეკა არჩვაძეს დაუკავშირა და მეორედ დაოჯახდა. 

ეკას დღეს, 9 სექტემბერს დაბადების დღე აქვს. მეუღლემ კი მას სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოთი მიულოცა:

„ეკუნას გაუმარჯოს, ჩემს მაგარ გოგოს“, - წერს გია დავითიანი. 

ცნობისთვის, მუსიკოსმა რჩეული 61 წლის ასაკში იპოვა.  

„ძალიან დიდი სხვაობაა ახალგაზრდობასა და ასაკში მოსულ სიყვარულს შორის. მაგ დროს უკვე იცი როგორ უნდა მოიქცე, რანაირად უნდა გაუფრთხილდე ამ გრძნობას. ახალგაზრდულ წლებში ხან იქით გაგიქროლებს სიო, ხან აქეთ გამოგიქროლებს, ვერ აფასებ. აქ უკვე ისეთი ისტორია იწერება - წყალი რომ არ გაუვა“, - ამბობდა გია დავითიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ეჭვიანია?

არ არის ეჭვიანი, ყურადღებიანია. აინტერესებს, თავს როგორ ვგრძნობ, რამე ხომ არ მჭირდება. კარგი იუმორი აქვს, ასეთ ადამიანთან ადვილია ურთიერთობა…“, - ამბობდა ეკა არჩვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორია 2025 წლის შემოდგომის მოდის ტენდენციები

🎥 „ბავშვს სკოლაში არასდროს უნდა გაატანოთ პურ-ფუნთუშეული“ - როგორ შევუდგინოთ მოსწავლეს ხემსისთვის დაბალანსებული მენიუ, პედიატრის რეკომენდაცია

🎥 „დადის პერიოდულად ქიმიებზე, სიგიჟემდე უყვარდა მამა...“ - რას წერს დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე