
ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ავტობუსები: N296, N312, N318, N322, N330, N341, N356, N361, N376 და N396, რომლებიც მეტროსადგურ „ისანთან“ წრიულად მოძრაობდნენ - ვაჟა ჩაჩავას, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ამჯერად, მოტრიალდებიან ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ წინ და გაჩერდებიან მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს.
აღნიშნული სქემით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორი თვის განმავლობაში იმოძრავებს, ხოლო შემდეგ ჩვეულ მარშრუტს დაუბრუნდება.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვინ ვინ არის” - მაყურებლის საყვარელი, გრანდიოზული შოუ მეოთხე სეზონით ბრუნდება