
რამდენიმე თვის წინ გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა. ამ უბედურ შემთხვევას, მორიგი უბედური შემთხვევა მოჰყვა, რა დროსაც სპორტსმენების დასახმარებლად წასული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა.
ბორტზე ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო დიმიტრი ქააძეც.
გარდაცვლილის მეუღლემ ანი გელოვანმა საბედისწერო გაფრენა გადაცემაში „ღამის პრაიმტაიმი“ გაიხსენა.
„იმ წუთშივე დავრეკე, მნიშვნელობა არ ჰქონდა მაშინ იქ ვინ იქნებოდა, ყველა ჩემი მეგობარი იქნებოდა, იმიტომ რომ მეც იქ ვმუშაობ დიდი ხანია ერთად მოვდივართ.
რომ დავრეკე და დიმასთან არ გავიდა ზარი, იმ წუთშივე მივხვდი, რომ დიმა იქნებოდა... ეს ამბავი რომ მომხდარიყო და დიმა არ ყოფილიყო აუცილებლად დამირეკავდა და მეტყოდა ანი არ ინერვიულო, მოხდა სამწუხარო ფაქტი, მაგრამ მე არ ვარ იქ. მაგრამ დიმამ არ დამირეკა...
ბოლოს იყო ჩხოროწყუში, მეთევზეები რომ გადაარჩინეს, რაც გავრცელდა სოციალური ქსელით და რაც ხალხმა ნახა. რამდენი სამაშველო ოპერაცია ჩაუტარებიათ ჩვენს მფრინავებს ეს არავინ იცის, მათ თვითონ იციან. უანგარო დონორი იყო წლების განმავლობაში, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში“, - ამბობს ანი გელოვანი
აგრეთვე წაიკითხეთ👇
🎥 ნანობს თუ არა „ბედინა“ ქორწინების გარეშე დარჩენას - რა პასუხი გასცა რეპერმა დასმულ შეკითხვას