Digest Logo

„დედა კარგად იყავიო, ხელი გამოყო და დამიქნია... გავხსენი ტელეფონი და დავინახე - ვერტმფრენი ჩამოვარდაო“ - გიორგი მარგიანის დედა ტრაგიკულ დღეს იხსენებს

1663098109
გიორგი მარგიანის დედა

რამდენიმე თვის წინ გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა. ამ უბედურ შემთხვევას, მორიგი უბედური შემთხვევა მოჰყვა, რა დროსაც სპორტსმენების დასახმარებლად წასული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა.

ბორტზე ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო გიორგი მარგიანიც.

გარდაცვლილის დედამ საბედისწერო გაფრენა გადაცემაში „ღამის პრაიმტაიმი“ გაიხსენა.

„გიორგი იყო ჩემი საფიცარი, ნანატრი ერთადერთი ბიჭი. 27-ში ტელეფონი მაჩუქა და მითხრა, ყველაფერი გადაგიწერე და რაც ვერ მოვასწარი, რომ მოვალ გადავიტანო. 7 საათზე გავიდა სახლიდან. აბა, დედა კარგად იყავიო, ხელი გამოყო და დამიქნია. არ ვიცოდი, რომ გუდაურში მიდიოდა იმ დღეს. 

გავხსენი ტელეფონი და დავინახე - ვერტმფრენი ჩამოვარდაო და ინსტინქტურად დავიწყე ტირილი.

ვიფიქრეთ, რომ წავიდა დასახმარებლად, ამის იმედიც გვქონდა, ერთი წუთიც ვეღარ გავძელი სახლში და წავედი პირდაპირ იქ, სადაც მუშაობდა, იქაც დამიმალეს, ვინ მეტყოდა, მივხვდით მერე. არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება გიორგის გარეშე...

წყალში არ შეხვიდე -მეთქი ვაფრთხილებდი, ავარიის მეშინოდა უფრო, სწრაფად არ იაროს -მეთქი, მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი...“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.

აგრეთვე წაიკითხეთ👇

🎥 „მახსოვრობა რომ მომივიდა, მაშველები ტიროდნენ... ერთი ადამიანის გადარჩენა პატარა ქვეყნისთვის რამდენს ნიშნავს და ასეთი კაცი რომ დაიღუპება, ერის ტრაგედიაა“ - გია შომახია

🔵„შიში არ მალაპარაკებს, მაგრამ ვხედავ, თქვენი რუსული თავხედობით თავზე იჯ@@მთ“ - გრიშა ონიანის სკანდალური განცხადება

🔵„ვიცი როგორი სათუთი იყო შენთვის მამის სიკაშკაშე, მაგრამ არასდროს არ ყოფილხარ მის ჩრდილში“ - მიშა მესხი გომიაშვილს ემშვიდობება