Digest Logo

„აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ვიცი, სწორად თუ ვიმუშავებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლებელი არ იქნება“ - გურამ კაშია

1731662234
 გურამ კაშია

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ერთა ლიგის მოახლოებულ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.

„სახლში ვთამაშობთ, სავსე ტრიბუნები იქნება და აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს შეხვედრა, ჩვენი გეგმა ესაა. ვიცი, სწორად თუ ვიმუშავებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლებელი არ იქნება. შანსი გვაქვს.

ეს ჩემი, როგორც ფეხბურთელის, ბოლო იმედია, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იქ მოსახვედრად.

ვფიქრობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო და ზუსტად იგივე გრძნობა მაქვს ახლაც. ვიცი, რომ სწორად მუშაობის შემთხვევაში მუნდიალზე თამაში შეგვიძლია“, - აცხადებს კაშია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მოახერხა ზაზა შენგელიამ 90-იან წლებში რეი ჩარლზის საქართველოში ჩამოყვანა და რომელია მისი რჩეული სამი სიმღერა?

🎥 „ცოლი მინდა მყავდეს ჩემნაირი დახვეწილი, ზრდილობიანი, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული და გამგები“ - გიორგი ერქვანიძე