სოციალური ქსელის ვარსკვლავები გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმრები იყვნენ, სადაც თავიანთი წარმატების და პოპულარობის შესახებ ისაუბრეს.
გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი გიორგი ერქვანიძე იყო, რომელსაც საზოგადოება „ძიძა გიორგის“ სახელით იცნობს, ბავშვი კი რომელიც მის ვიდეოშია გიორგის დეიდაშვილია. მათი ვიდეოები კი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
როგორც იგი გადაცემაში საუბრობს პროფესიით ისტორიკოსი და ფილოლოგია, დასაოჯახებელია და ეძებს საცოლეს.
„ცოლი მინდა მყავდეს ჩემნაირი დახვეწილი, ზრდილობიანი, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული და გამგები.
ვარ სამტრედიიდან თბილისში დაახლოებით 7 წლის წინ ჩამოვედი და შემდეგ დეიდასთან ვცხოვრობდი.
რაც შეეხება იმას თუ როგორ გავხდი პოპულარული?
ხშირად ვაკეთებდი პაროდიებს და დეიდაჩემი ყოველთვის მიღებდა ვიდეოებს. მე საერთოდ არ ვიცოდი უგზავნიდა ახლობლებს და თავის თანამშრომლებს. თანამშრომლებმა კი ურჩიეს სოციალურ ქსელში განეთავსებინა და მას შემდეგ ვდებთ და ვდებთ“, - გიორგი ერქვანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: