Digest Logo

ავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა

1757098153
პოლიცია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლმა გზაზე მიმავალი საქონლისთვის გვერდის ავლა სცადა, რა დროსაც ჯიპს შეეჯახა.

ავტომობილის მძღოლი კლინიკაში დაიღუპა, ჯიპში მყოფი კიდევ სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.