გორი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.