ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმ პირის მიერ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ალკოჰოლის, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ (ან რომელმაც თავი აარიდა ასეთ სიმთვრალეზე შემოწმებას) და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (სიკვდილი) გამოიწვია.