ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში: ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ინფორმაციის გაგების შემდეგ, თავად ავტომობილის მძღოლი ნერვიულობის შედეგად დაიღუპა.
ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული კაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არსებული ცნობებით, მას შემდეგ, რაც მძღოლმა ქვეითის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ისიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდებული წყვილი, გილოცავთ!“ - ახალი ფოტოები ლიანა ჯოჯუას ქორწილიდან
⭕„10 წლის შემდეგ...“ - რატი გაჩეჩილაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
წყარო: infoimereti.ge